ზუკა ბერძენიშვილი გამოკითხვაზეა - რუსული კანონის მოწინააღმდეგე დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს

13.06.24 15:29
ზუკა ბერძენიშვილი გამოკითხვაზეა - რუსული კანონის მოწინააღმდეგე დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს

ზუკა ბერძენიშვილი გამოკითხვაზეა - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი, რომელიც ორი დღის წინ სასტიკად სცემეს, დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

მოძრაობა "სირცხვილიას" ყოფილი წევრის უფლებადამცველი, ლაშა ცუცქირიძე "პირველებთან" ამბობს, რომ მომხდარიდან უახლოეს საათებში საგამოძიებო ორგანოს იმ მანქანის სანომრე ნიშნები მიაწოდეს, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ.

როგორც ლაშა ცუცქირიძე აცხადებს, მიუხედავად გადაცემული ინფორმაციისა, ამ დრომდე ავტომობილის მფლობელის ვინაობაც კი არ არის დადგენილი.

ანგარიშსწორებიდან უკვე 48 საათზე მეტია გასული, თუმცა საქმეს არც ეჭვმიტანილი, არც ბრალდებული და არც დაკავებული არ ჰყავს. მეტიც, ნაცემი ახალგაზრდისთვის ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიუნიჭებიათ.

ზუკა ბერძენიშვილი და მისი ადვოკატი საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლით მოითხოვენ.

დღეს პირველად გამოვიკითხები საქმეზე. ინფორმაცია, რაც უნდა მივაწოდო, საჯაროდაც არის გაჟღერებული და ახლა ჩემგან დოკუმენტირდება ეს ყველაფერი. წესით უნდა მომანიჭონ გამოკითხვის შემდეგ დაზარალებულის სტატუსი, რაც მასალებზე წვდომას გამიხსნის და კიდევ სხვა ინფორმაციაზე მექნება წვდომა. ამ გამოკითხვაზე ჩვენც გვექნება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროგრესია და რა წინსვლაა საქმესთან დაკავშირებით", - ამბობს ზუკა ბერძენიშვილი.

მსგავსი სიახლეები