აშშ-ის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟა დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა
აშშ-ის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟა დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა. სანქცირებულია ასევე ეროვნული კლირინგ ცენტრი (NCC) და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარი (NSD), ასევე სანქტ-პეტერბურგის ბირჟა და სადაზღვევო კომპანია Ингосстрах.
საერთო ჯამში, რეესტრი 42 ახალი პოზიციით შეივსო, მათ შორის 35 კომპანია და 7 ფიზიკური პირია. სანქცირებულთა შორისაა მოსკოვის ბირჟის ხელმძღვანელი იური დენისოვი, ასევე Danone-ის რუსული შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელი იაკუბ ზაკრიევი და Kismet Capital Group-ის დამფუძნებელი ივან ტავრინი.
„ჩვენ ვაძლიერებთ ეკონომიკურ ზეწოლას სანქციების მეშვეობით, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობა, დააფინანსოს თავისი საომარი მანქანა“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დახმარებისთვის 300-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
სიაში მოხვდა მოსკოვის საფონდო ბირჟაც, რომელმაც სანქციების შედეგად, დოლარსა და ევროში ვაჭრობა შეწყვიტა.