ამერიკულ სანქციების შემდეგ გაჩერებული საფონდო ბირჟა, რიგები სავალუტო ჯიხურებთან და რუბლის გაუფასურება - რუსეთში პანიკაა
პანიკა რუსეთში. ამერიკული სანქციების ახალი პაკეტის პირველი შედეგი. რუბლი რეკორდული სისწრაფით უფასურდება და ამ პროცესს ვეღარაფერი აჩერებს. სავალუტო ჯიხურებთან მოქალაქეების გრძელი რიგებია. ამას ემატება ისიც, რომ სანქცირებულმა მოსკოვის საფონდო ბირჟამ დოლარსა და ევროში ვაჭრობა შეაჩერა, რუსული ანგარიშებიდან ვერც დოლარი გააქვთ და ვერც ევრო.
ოკუპანტი ქვეყანის ეკონომიკა ჩამოშლის ზღვარზეა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. ამერიკულ სანქციების უკვე შეუერთდა დიდი ბრიტანეთიც. ახლა კი დიდი შვიდეულის სამიტზე მსოფლიო ლიდერები მსჯელობენ, კიდევ რა ბერკეტები უნდა გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ. პარალელურად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ოკუპანტი ქვეყნის გაყინული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოიყენება.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.