თაროზე შემოდებული საქმეები და არც ერთი პასუხისგებაში მიცემული პოლიციელი

13.06.24 20:27
თაროზე შემოდებული საქმეები და არც ერთი პასუხისგებაში მიცემული პოლიციელი

 

 

 

არც ერთი დაკავებული ან პასუხისგებაში მიცემული პოლიციელი. საგამოძიებო უწყებაში საქმეები აღძრულია, თუმცა ამით მთავრდება საგამოძიებო პროცედურები. მოძალადე პოლიციელები ხელშეუხებლები არიან. დაზარალებულების თქმით, ოცნების ზონდერების დასჯა ახლა ხელისუფლებისთვის სისტემის რღვევის ტოლფასია, ამიტომ საქმეებს უბრალოდ არ იძიებენ.  არადა ბევრი მათგანის იდენტიფიცირება მხოლოდ საჯაროდ გავრცელებული კადრებითაც შესაძლებელია.

დაზარალებულებს არც საქმის მასალებს აცნობენ. კაციტაძის უწყება ადვოკატებთან არ თანამშრომლობს, საქმის მასალებში კი პოლიციელების გამოკითხვის ოქმები საერთოდ არ ფიგურირებს. რაც აჩენს ეჭვს, რომ მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირებაც კი არ მომხდარა.  მათ შორის არც ალეკო ელისაშვილზე თავდამსხმელების. დეპუტატმა  ორი თვეა  დაზარალებულის სტატუსიც კი ვერ მიიღო.

დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები