9 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან და გამოუსწორებელი შეცდომები
9 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან და გამოუსწორებელი შეცდომები. საშიში ზონები სამშენებლო მოედნად არის გადაქცეული. არსად არის წინასწარი გაფრთხილების სისტემები, რომ მოხდეს პრევენციაა და ზარალი მინიმუმამდე იყოს დასული. სპეციალისტები ამბობენ, რომ იგივე მასშტაბის სტიქიის შემთხვევაში, იმაზე უფრო მძიმე შედეგია მოსალოდნელი,ვიდრე ეს 2015-ში იყო
9 წლის შემდეგ, ვერეს ხეობაში დაღუპული დავით გაბიტაშვილის საქმე სტრასბურგში მიდის. მანამდე კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახელმწიფოს გულგრილობასა და დაუდევრობაში ადანაშაულებს. იურისტები ფიქრობენ, რომ არ მოხდა მოსახლეობის დაცვა სტიქიური უბედურებისგან და არ გააკეთდა პრაქტიკულად სტიქიის დამანგრეველი შედეგების შესამცირებლად .
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.