ფიზიკური ანგარიშსწორება ზუკა ბერძენიშვილზე - პოლიციას, ამ დრომდე არც ერთი თავდამსხმელი არ დაუკავებია

13.06.24 20:49
ფიზიკური ანგარიშსწორება ზუკა ბერძენიშვილზე - პოლიციას, ამ დრომდე არც ერთი თავდამსხმელი არ დაუკავებია

 

სასტიკი ანგარიშსწორებიდან მესამე დღესაც პოლიციას არც ერთი თავდამსხმელი არ დაუკავებია. პოლიცია დღეს ცდილობდა ზუკა ბერძენიშვილი დაერწმუნებინა, რომ სახლის მეპატრონე, ვისაც სათვალთვალო კამერები ეკუთვნის, ჩანაწერების გადაცემაზე უარს ამბობს. ხვალ დილით კი ეს ჩანაწრები ავტომატურად წაიშლება, რაც ბადებს ეჭვს, რომ პოლიცია შეგნებულად არ იღებს მთავარ მტკიცებულებებს. სასტიკად ნაცემი სამოქალაქო აქტივისტი კი დაზარალებულის სტატუსს ელოდება. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა მას უფლება საქმის მასალები გამოითხოვოს და პირადად ნახოს, რას ვერ იძიებს პოლიცია.

დეტალები ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები