ბაბაევის საქმე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის საქმე - თბილისიის საპელაციო სასამართლომ გორელი მოქალაქის, იოსებ ბაბაევის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა, გორის სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის გადაწყვეტილება გააბათილა და ბაბაევის მანქანის ჩხრეკა, რომლის დროსაც ცეცხლსასროლი იარაღი იქნა ამოღებული, კანონიერად ცნო, ხოლო სახლის და პირადი ჩხრეკა უკანონოდ.
ახლა პროკურატურამ ბაბაევს ბრალი უნდა წარუდგინოს. აღმკვეთ ღონისძიებაზე კი სასამართლომ იმსჯელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბიზნესმენს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ცნობისთვის, ბიზნესმენის და სამოქალაქო აქტივისტის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ შსს-ს მტკიცებულებები გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ უკანონოდ, მტკიცებულები კი დაუშვებლად ცნო, შესაბამისად პროკურატურას ბაბაევისთვის ბრალის წარდგენის საშუალება არ ჰქონდა. დაკავებული აქტივისტი გათავისუფლდა.
იოსებ ბაბაევი 5 ივნისს დააკავეს. მას პროკურატურა იარაღის უკანონო შენახვას ედავებოდა.
თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი დაკავებისას სასტიკად სცემეს. ბაბაევს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული და ეს შეუიარაღებელი თავალითაც ჩანს.