სამშენებლო თაღლითობის ქსელი - 10 მილიონზე მეტის მითვისებაში ბრალდებულები სასამართლოს მოლოდინში

14.06.24 15:38
სამშენებლო თაღლითობის ქსელი - 10 მილიონზე მეტის მითვისებაში ბრალდებულები სასამართლოს მოლოდინში

10 მილიონზე მეტი ლარის მითვისებაში ბრალდებული პირები სასამართლო პროცესს ელოდებიან. რა აქვთ სათქმელი სამშენებლო თაღლითობის ქსელის ამწყობ პირებს, ეს ზუსტად 4 საათზე გახდება ცნობილი.

დაზარალებულია 111 ოჯახი. მათ თაღლითობაში მხილებული პირები ახლადაშენებულ სახლებს ჰპირდებოდნენ, თუმცა დაპირება ცრუ აღმოჩნდა.

დაზარალებულები ახლა საქალაქო სასამართლოში არიან შეკრებილები და ბრალდებულების უმკაცრესი ზომით დასჯას ითხოვენ.

გადაყიდეს ეს ფართები. ერთ ფართს ჰყავს 2-3 მესაკუთრე. ნამდვილი მესაკუთრე, რომელმაც პირველმა გადაიხადა ფული და შეიძინა ქონება, მათ შეცვალეს საკადასტრო კოდები. სასამართლოსგან მოვითხოვთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს განსასჯელის სკამზე არიან, ბოლომდე დარჩნენ განსასჯელის სკამზე და არ მოხდეს სასამართლოს მხრიდან მათ მიმართ საპროცესო გარიგება და არ იქნან გარეთ გამოშვებულები", - ამბობს დაზარალებული.

სამშენებლო კომპანია დელუქს-სექტორის წარმომადგენლები თაღლითები არიან. ამათი გარეთ გამოშვება კატასტროფაა, რადგან არ არის გამორიცხული მიიმალონ ან კიდევ უფრო მეტი ზარალი მოუტანონ ხალხს. 100-ზე მეტ დაზარალებულ ოჯახზე და მილიონობით ლარზეა საუბარი და ისინი უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით", - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული
 

მსგავსი სიახლეები