აუნთებს თუ არა თბილისის საკრებულო მწვანე შუქს იპოდრომის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობას?
აუნთებს თუ არა თბილისის საკრებულო ურბანული გენოციდის კიდევ ერთ პროექტს მწვანე შუქს - ზუსტად 16:00 საათზე საკრებულოში სხდომა იწყება. დღეს განხილვის მთავარი საგანი იპოდრომის ტერიტორიაა. ქალაქის ცენტრში "ოცნებისადმი" ლოიალურად განწყობილი ბიზნესმენები ცათამბჯენის აგებას ითხოვენ. ამისთვის კი სარეკრეაციო ზონის ყველაზე მაღალი ინტენსივობის სამშენებლო ზონად გადაქცევაა საჭირო.
მოქალაქეები იპოდრომის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობის წინააღმდეგები არიან და დახმარებას ითხოვენ.
ეს იყო ყველასთვის შოკისმომგვრელი. გარკვეულწილად მოლოდინები გვქონდა, რომ ეს ტერიტორია მაინც ასე თუ ისე არ იქნებოდა მიზნობრივა გამოყენებული, თუმცა რა პროექტიც ჩვენ ვნახეთ, რაც არის დღესდღეობით წარმოდგენილი, არის აბსოლუტურად შოკისმომგვრელი. 7 კორპუსი ამ ტერიტორიაზე თან ასეთი სიმაღლის, ეს იქნება სრულიად განადგურება ამ შენობის. შეუძლებელია 7 კორპუსი ისე აშენდეს, რომ ლანდშაფტის რაღაც ნაწილი გადარჩეს, - ამბობს მოქალაქე.
კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ პროექტის გახორციელების წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებენ.
ამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულის კორპუსების მოსახლეობა, პრაქტიკულად, ვსაზრდოობთ და ვცხოვრობთ აი, ამ ტყით, იმიტომ, რომ გვყავს ბავშვები, გვყავს ძაღლები, სიცხეში გამოვდივართ, ვსეირნობთ და წარმოუდგენელია ამ ადგილის მოსპობა მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ და მინდა საკრებულოს იმ წევრებს, ვინც უნდა ხმა მისცეს ამას, ვუთხრა, რომ რომელ გონიერებაში ჯდება, მოსპო და გაანადგურო ასწლოვანი ხეები და ამის სანაცვლოდ გვერდით, მოტიტვლებულ ტერიტორიაზე დარგო ხეები?, - ამბობს მოქალაქე.
რეზი სოხაძემ დღეს პირდაპირ თქვა, რომ ადგილობრივები ივანიშილის „ქართუ ფონდს“ უნდა უმადლოდნენ, რომ იპოდრომის მთელ ტერიტორიაზე არ შენდება დღეს კორპუსები.
რომ არ ყოფილიყო ფონდი „ქართუ“, დიდი ალბათობით, მთლიანად იპოდრომის ტერიტორიაზე დღეს გვექნებოდა განაშენიანება. ცენტრალური პარკი, რომელიც იქნა დაანონსებული რამდენიმე წლის წინ, კეთდება და ეს არის დაახლოებით 40 ჰექტარი ტერიტორია. ეს ტერიტორია გადაურჩა იამს, რომ არ მოხდა იქ განაშენიანება, - თქვა სოხაძემ.
საკითხი დღეს უკვე განიხილეს ურბანული კომისიის სხდომაზე. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ივანიშვილის გუნდი ლოიალურად განწყობილ ბიზნესმენებს არ აწყენინესს, რასაც კიდევ ერთხელ შეეწირება ხალხის ინტერესები.