ძაღლის გამო დაწყებული ჩხუბი მკვლელობით დასრულდა - 62 წლის კაცმა მეზობელი დანით აჩეხა

14.06.24 20:32
ძაღლის გამო დაწყებული ჩხუბი მკვლელობით დასრულდა - 62 წლის კაცმა მეზობელი დანით აჩეხა

 

 

მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულის სახლს ამ დრომდე პოლიცია იცავს, რომ მოკლულის ახლობლებმა შური არ იძიონ. ძაღლის გამო დაწყებული ჩხუბი, რომელიც შემზარავი დანაშაულით დასრულდა. 62 წლის მამაკაცმა მეზობელი დანით აჩეხა. გულში და არტერიაში მიყენებული ჭრილობებით მანუჩარ წიკლაური სისხლისგან დაიცალა და ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა. მკვლელი შემთხვევის ადილიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ მას საცხოვრებელ უბანში, კუკიაზე მალევე მიაგნო. 

ოლეგ გოგიბერიძე მეზობლისგან ძაღლის ჩუქებას ითხოვდა. უარის მიღების შემდეგ კი 49 წლის კაცს სასტიკად გაუსწორდა. სამურზაყანოს ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს, თუმცა მეზობლები ყვებიან, რომ მკვლელობის დროს ბრალდებული ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. გოგიბერიძემ, სავარაუდოდ, დანაშაულიც აღიარა, რადგან დღეს ის პოლიციამ მკვლელობის ადგილზე მიიყვანა, სადაც საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები