რამდენიმე წუთია ჩვენი ფეისბუკიდან შოვის ტრაგედიასა და მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებს შლიან - "მთის ამბები"

15.06.24 12:25
რამდენიმე წუთია ჩვენი ფეისბუკიდან შოვის ტრაგედიასა და მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებს შლიან - "მთის ამბები"

"მთის ამბები" საგანგებო განცხადებას ავრცელებს - მედიასაშუალება წერს, რომ მათი "Facebook"-იდან მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებს შლიან.

"მთის ამბების" ინფორმაციით, წაშლილია შოვის ტრაგედიაზე მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტები.

რამდენიმე წუთია ჩვენი ფეისბუკგვერდიდან მასობრივად შლიან შოვის ტრაგედიაზე, ჭიათურის ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაჭის ტყეების ოკუპაციაზე, ბალდის კანიონზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებულ კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და დაკავშირებულ მამხილებელ მასალებს. ჩვენ ვცდილობთ მომხდარის გარკვევას და შესაბამის რეაგირებას." - ნათქვამია "მთის ამბების" განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები