უკრაინის მოქალაქე ქართველ მესაზღვრებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს

16.06.24 12:24
უკრაინის მოქალაქე ქართველ მესაზღვრებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს

უკრაინის მოქალაქე ქართველ მესაზღვრებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. 43 წლის მამაკაცი ამტკიცებს, რომ რუსი მესაზღვრეებისგან თავის დაღწევის შემდეგ ლარსზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, სარდაფში ჩაკეტეს და რკინებით სცემეს. რომან საბანსკი მკურნალობას ახლა ქართულ კლინიკაში გადის. მას ქვედა კიდურები აქვს დაზიანებული. 

მომხდარის შესახებ "პირველებს" სერგო გალსტიანი უყვება. მისი თქმით, საბანსკი რუსმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში დაიჭრეს და 6 მაისს ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს. 

6 მაისს შემოიყვანეს რუსეთის მესაზღვრეებმა ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან, ჩააბარეს ჩვენს მესაზღვრეებს. მერე აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ღე ჩვენმა მესაზღვრეებმა რატომღაც არ გაათვაისუფლეს, მცემესო, სკოტჩით შეფუთული არმატურით მცემდენენო, რაღაცას მთხოვდნენ, ხან თანამშრომლობას ხან რაღაცის აღიარებასო. რამდენიმე დღე იქ გავატარეო და მერე რაღსაცნაირად ჩამოვაღწიე თბილისშიო. დაზიანებები ჰქონდა ამ კაცს. ორივე ფეხი ჰქონდა ისეთი დასიებული, რომ მე რომ მკითხო, მოსაჭრელი იყო, მაგრამ ვერაფრით ვმკურნალობო. რამდენიმე დღის წინ სასწრაფოს გამოუძახეს და სადაც კლინიკაში რომ გადაიყვანეს ექიმმა უთხრა, 2 200 ლარი თუ აგქვს დარჩენილი გიმკურნალებთო თუ არადა, დანიშნულება მისცა იოდი და წყალბადის ზეჟანგი. როგორც მე მივხვდი, ამ წამლებით უბრალოდ ჭრილობებს იმუშავებდა ორი თვე და ვიზუალურად ისეთ დღეში იყო, რომ სასწრაფიოდ სამკურნალო იყო. არ უნდოდათ გადაყვანა, იმიტომ, რომ რატომ უნდა მივხედოთ ჩვენ ამას, ბომჟიაო. საბოლოო ჯამში, გადაწყდა ისე, რომ ვიღაცამ დარეკა, გადაიყვანეს წმინდა მიხეილის საავადმყოფოში, - ამბობს გალსტიანი. 

კითხვაზე თუ რატომ არ უმკურნალეს უკრაინის მოქალაქეს, "პირველების" პასუხის მიღებას წმინდა დავითის საავადმყოფოს პერსონალისგან შეეცადა, თუმცა კლინიკაში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.