ვაკის სასაფლაოსთან კაცი დაჭრეს
თბილისში, ვაკის სასაფლაოსთან კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციის, მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.