ომში ვართ და ომს შესაბამისი მიდგომა სჭირდება - ვატო სურგულაძე გაუარესებულ ეპიდვითარებაზე

22.07.21 14:08
ომში ვართ და ომს შესაბამისი მიდგომა სჭირდება - ვატო სურგულაძე გაუარესებულ ეპიდვითარებაზე

 ქვეყანაში კოვიდინფიცირებული ბავშვები მძიმე მდგომარეობაში არიან. კლინიკებში თავისუფალი საწოლები არ არსებობს, არ არის საკმარისი კვალიფიციური კადრების რაოდენობაც. ეს კი აფერხებს მედპერსონალის მუშაობას. რატომ ვერ უმკლავდება ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს?

ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება და ჯანდაცვის სამინისტრო გამოწვევებს სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდა, არ არის საკმარისი საწოლები და კვალიფიციური კადრები. 

ჩვილების მკურნალობა რთული არ არის, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი რაოდენობა საწოლების და კვალიფიციური კადრების. მომზადებული სამედიცინო პერსონალი, როგორც ვუყურებ, ჩვენ არა გვყავს. ახლა მაინც უნდა დავიწყოთ ეს ყველაფერი, მობილიზაცია, გადამზადება, რადგან ომში ვართ და ომს შესაბამისი მიდგომა სჭირდება. - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე

ბოლო პერიოდში ბავშვთა კლინიკებში მომართვიანობა საგრძნობლად მომატებულია. მომატებულია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებიც. 

მსგავსი სიახლეები