პრემიერს მძიმე კვირა ელოდება - ონკოპაციენტები კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ
ირაკლი კობახიძეს მძიმე კვირა ელოდება. საქართველოს პრემიერ მინისტრს დილიდან სამუშაო მაგიდასთან ონკოპაცინეტებისს წერილი დახვდება. მძიმე დიაგნოზის მქონე მოქალაქეები მთავრობის მეთაურთან შეხვედრას ითხოვენ. მიზეზი სიცოცხლის უფლებაა. მინისტრის არაერთი დაპირების და არაერთი განცხადების მიუხედავად, სიმსივნესთან მებრძოლი ადამიანები ამბობენ, რომ მედიკამენტები ისევ დეფიციტშია. უკვე ორი თვეა პაციენტების ნაწილი ეძებს ქიმიის გადასხმის პროგრამულ წამლებსაც.
ონკოპაციენტები ფიქრობენ, რომ მათი გადარჩენისთვის ყველაზე რეალური შანსი პირადად პრემიერთან შეხვედრაა.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.