მკვლელობა ბათუმში - საქმის ერთ-ერთმა სავარაუდო ფიგურანტმა თვითმკვლელობა სცადა

22.07.21 14:42
მკვლელობა ბათუმში - საქმის ერთ-ერთმა სავარაუდო ფიგურანტმა თვითმკვლელობა სცადა

ბიჭმა, რომელიც  ბათუმში დაცვის თანამშრომლის მკვლელობის საქმის სავარაუდო მონაწილეა, თვითმკვლელობა სცადა.

შემთხვევა ლერმონტოვის ქუჩაზე რამდენიმე წუთის მოხდა. ახალგაზრდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადმოხტა, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ლეიბის გაშლა მოასწრეს. შესაბამისად კაცი გადარჩა. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები აღენიშნება. 

ის  ამ წუთებში სამართალდამცველთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.  

55 წლის კაცი, ერთ-ერთ კაფეში გვიან ღამით მოკლეს. მას ახალგაზრდა კაცმა მულის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.