მათთვის, ვინც გერმანიაში ვერ წავიდა - სად შეძლებთ გადამწყვეტი თამაშის ყურებას თბილისში

18.06.24 11:05
მათთვის, ვინც გერმანიაში ვერ წავიდა - სად შეძლებთ გადამწყვეტი თამაშის ყურებას თბილისში

 

თბილისში ისტორიული მატჩისთვის ემზადებიან - ვინც გერმანიაში ვერ წავიდა, გადამწვეტი თამაშის ყურების შესაძლელობლობა მიხეილ მესხის სტადიონზე ექნებათ. სტადიონზე გიგანტური 6 ეკრანი უკვე დამონტაჟებულია და კარი ქართველი ქომაგებისთვის ზუსტად 6 საათზე გაიღება.

სტადიონი 15 ათასს ადამიანს სრულიად უფასოდ ელოდება.

6 საათიდან აქ მოსულ ადამიანებს დახვდებათ კვების ზონა, გსტრონომიული ნაწილი, არაჩვეულებრივი ქართველი არტისტები მთელი საღამოს განმავლობაშ, 6 საათიდან შექმნიან არაჩვეულებრივ განწყობას და ასე იქნება სამივე თამაშზე. ზუსტად 8 საათზე დაიწყება თამაშის პირდაპირი ტრანსლირება. იქნება არაერთი გათამაშება. აქტივობები გაკუთვნილია პატარებისთისაც, ამიტონმაც ოჯახებით ველოდებით გულშემატკივრებს", - განაცხადა "პირველებთან" თბილისის მერიის თანამშრომელმა, ნინუცა ბუცხრიკიძემ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს თურქეთთან გამართავს.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება. ორივე გუნდს აქვს დანაკლისი. საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ამხანაგურ მატჩში, მონტენეგროსთან, კუნთის ტრავმა მიიღო. მწვრთნელი ვილი სანიოლი იმედოვნებს, რომ ოთარი გუნდს მომდევნო მატჩისთვის, ჩეხეთთან სათამაშოდ დაუბრუნდება.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.

მსგავსი სიახლეები