წყლის პრობლემის აღმოფხვრამდე, ელ. ენერგიისა და გაზის გეგმური სამუშაოები შეჩერდა

18.06.24 15:24
წყლის პრობლემის აღმოფხვრამდე, ელ. ენერგიისა და გაზის გეგმური სამუშაოები შეჩერდა

თბილისში არსებული წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეჩერებულია. 

"გეგმური გათიშვების შეჩერებასთან დაკავშირებით აბონენტები კომუნალური კომპანიებისგან სმს შეტყობინებებს დამატებით მიიღებენ.

გეგმური სამუშაოები განახლდება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების სრულად აღდგენის შემდეგ" - წერია სემეკის გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური მილსადენი სოფელ წიწამურთან ავარიულად დაზიანდა - შესაბამისად წყლის მიწოდება შეუწყდა 110 000 ოჯახს. მათგან 63 351 აბონენტს დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე წყალს შეზღუდული დროით მიაწვდიან.