63 ათას აბონენტს წყალი, სავარუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში ისევ გრაფიკით მიეწოდება
63 ათასი აბონენტი წყალს, სავარუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში ისევ გრაფიკით და დღეში მხოლოდ სამი საათით მიიღებს. ნაწილს კი, უბნების მიხედვით, ისე, როგოც 90-იანებში ავტოცისტერნებით მოამარაგებენ. განცხადება მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომპანიის წარმომადგენლებმა გააკეთეს. წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინაროებს, თუმცა როდის დასრულდება, არავინ იცის.
გარკვეული ტიპის მნიშვნელოვანი პროგრესიუკვე გვაქვს, უკვე თვალნათელია რა მოცულობის და მასშტაბის სამუშაოებზეა საუბარი. სამუშაო პროცესი არ ჩერდება გარდა იმისა, რაც ტქნიკური მიზეზებია, პირობითად, საწვავით შევსება ავტოტექნიკის, საწვავის ავზების. რაც შეეხება სამუშაოების მიმდინარეობას და მის დასრულებას, ხანგრძლივობას, პირველადი მონახაზით ეს არ უნდა გაგრძელდეს 7 დღეზე მეტ პერიოდს. ეს 7 დღე მოიცავს როგორც გრუნტისგან გათავისუფლებას, ასევე დაზიანებული მონაკვეთის, მილსადენის ახლით ჩანაცვლებას. ცალკეულ შემთხვევებზე, სადაც რეჟიმის მიხედვით არ არის გათვალისწინებული დღის გარკვეულ მონაკვეთში სასმელი წყლის მიწოდება, პარალელურად, მობილიზებული გვაქვს ავტოცისტერნები საკმაოდ დიდი რაოდენობით და ვახდენთ მათი მეშვეობით წყლის მიწეოდებას, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.