ისტორიული მატჩი დაიწყო - დორტმუნდის სტადიონი გადაჭედილია

18.06.24 20:01
ისტორიული მატჩი დაიწყო - დორტმუნდის სტადიონი გადაჭედილია

 

 

დორტმუნუნდის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაისმა. ზუსტად ერთ წუთში დორტმუნდის სტადიონზე მსაჯის სასტვენის ხმა გაისმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი გულშემატკივრისთვის დიდი ფეხბურთის ზეიმი დაიწყო. ამ მატჩამდე საქართველოს ნაკრები 30 წელი მიდიოდა და დღეს ქართველი ფეხბურთელები არა მხოლოდ სპორტის ისტორიას წერენ. პირველად ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში მოედანზე ქართული დროშა ფრიალებს და საქართველოს ჰიმნი სრულდება.

დორტმუნდის სტადიონი გადაჭედილია. ქართველი გულშემატკივრების არმია სტადიონზეა და დღეს სწორედ მათ უნდა შეასრულონ მე-12 მოთამაშის ფუნქცია. ის, ვინც სტადიონზე ვერ მოხვდა, გარედან უგულშემატკივრებს საყვარელ გუნდს. ნაკრები მოედანზე საბრძოლველად გავიდა და ყველა დარწმუნებულია, რომ დღეს ქართველი ფეხბურთელები მაქსიმუმს გააკეთებენ იმისთვის, რომ ისტორიული დღე ისტორიულ ზეიმად აქციონ.

ვრცლად ნახეთ გიორგი დარჯანიას რეპორტაჟში.