27 დაკავებული ნარკოტიკების საქმეზე - ახალი დეტალები
ჰეროინი, კოკაინი, კოდეინი, ლირიკა, მორფინი - ეს არასრული სიაა იმ მძიმე ნარკოტიკების, რომელიც ბოლო ორ თვეში ამოიღეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 27 პირი დააკავეს, მათ შორის, 15 ნარკორეალიზატორი. დაკავებულებს შორის არიან კურიერები და ე.წ დამდებები. ერთ-ერთი 19 წლის გოგოა. ირკვევა, რომ 7 დაკავებული უკვე თავისუფალია. მათთან გამოძიებამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ყველა მათგანი ირწმუნება, რომ ისინი მხოლოდ მომხმარებლები არიან. ის, ვინც პატიმრობაში რჩება, უმაღლესი სასჯელი ემუქრება, მათ შორის ირანის და ბელორუსის მოქალაქეებსაც.