საიტი გამართულია, ის შეუფერხებლად იმუშავებს - ეკა ტიკარაძე

23.07.21 14:31
 საიტი გამართულია, ის შეუფერხებლად იმუშავებს - ეკა ტიკარაძე

გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი იმისა, რომ რაიმე შეფერხება იყოს, არ არის - ამის შესახებ ჯანდაცვის მინსიტრმა, ეკა ტიკარაძემ, განაცხადა. მისი ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი, წესით, შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს.

საიტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც გამოვლინდა ვაქცინაციის მართვის პროცესში. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც ჩვენ დღესდღეობით, როგორც IT სპეციალისტები მიდასტურებენ, გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი იმისა, რომ რაიმე შეფერხება იყოს, არ არის. მას აქვს რამდენიმეშრიანი გადაზღვევა და აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ვაქცინაციის საიტთან დაკავშირებით.