"სამი ტყვია აქვს მოხვედრილი, დაფშხვნილი აქვს ფეხის თითები" - თბილისში გლოვოს კურიერს თავს დაესხნენ

07.07.24 09:26
"სამი ტყვია აქვს მოხვედრილი, დაფშხვნილი აქვს ფეხის თითები" - თბილისში გლოვოს კურიერს თავს დაესხნენ

თბილისში გლოვოს კურიერს თავს დაესხნენ. თემო სიგუას ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა. შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე დღის 18:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა, დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლიც გაუხსნა. 

ირკვევა, რომ კურიერმა ერთ-ერთი შეკვეთა დანიშნულების ადგილზე მიიტანა და ტერიტორია დატოვა, თუმცა მას შემდეგ, რაც შემკვეთმა, ქალმა აღმოაჩინა, რომ შეკვეთას კონკრეტული პროდუქტი აკლდა, მან ახალგაზრდას დაურეკა და უკან ააბრუნა. სწორედ ამის შემდეგ განხორციელდა თემო სიგუაზეც თავდასხმაც. 

ცნობილია, რომ ნაცემმა კურიერმა საწრაფო თავად გამოიცხადა. ფაქტის შემსწრე კორპუსის არაერთი მცხოვრები გახდა, თუმცა არცერთ მათგანს შსს-თვის არ დაურეკავს. 

 შეკვეთა მიიტანა ნუცუბიძის პლატოზე, „ბოლო შეკვეთა მაქვს“, დამირეკა და ნახევარ საატში სახლში მოვალო. დამირეკეს, დაჭრილია თემოო და ჩამოვედი საერთოდ გათეთრებული, ვნახე, მაგრამ რა ვნახე... სამი ტყვია ჰქონდა ორივე ფეხზე, თითები აქვს დამსხვრეული, სჭირდება ძირადღირეული ოპერაცია. შეკვეთა მიიტანა და 5 წუთში დაურეკეს, რა არისო, აგვახიე ერთი ბოთლი ლუდიო? გინება დაუწყიათ. ამას უთქვამს, მე რა შუაში ვარ, მე კურირერი ვარო, რაც გამომატანეს, ის მოგიტანეთო და „ბიჭო, შენ რა ენას ატლიკინებო“ და 4 ბიჭი ჩამოვიდა მერე 4 გოგო შემოგვიერთდაო და ყველა ერთად ურტყამდნენ და მერე მთელი აბოიმა ტყვიები გამოუშვია და სამი ტყვია მოხვდა. 7-ჯერ ესროლეს და სამი ტყვია ორივე ფეხში მოხვდა. დამჯდარა მოტოზე და ნუცუბიძს პლატოდან 3 ტყვიით ჩამოვიდა ბაგებში და იქ დაეცა, გონება დაკარგა. ბიჭები დაესივნენ, დამირეკეს ასე და ასეო, თემო არის დაჭრილიო... იქ მილიონ კაცი იდგა თურმე, არც დაურეკავთ არ სასწრაფოში, არც პატრულში, - ამბობს დაშავებულის დედა. 

ოჯახის წევრი, სალომე გოგოხია, სოციალურ ქსელში წერს, რომ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაყვანილი დაზარალებული კლინიკამ არ მიიღო.

დაფშვნილია ფეხის თითების ძვლები, ტერფები, საჭიროებს გადაყვანას სხვა კლინიკაში, რადგან ხეჩინაშვილში არ ჰყავთ შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი! გვეუბნებიან, სამ ტყვია მოხვედრილი წავიყვანოთ სახლში, თავიდან იცილებენ, და თქვენ მიიყვანეთ მერეო რომელიმე კლინიკაშიო!, - წერს სალომე გოგოხია სოციალურ ქსელში.   

მომხდარზე შსს-ს ჯერ-ჯერობით არავის დაუკავებია.  

მსგავსი სიახლეები