ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

27.07.21 17:40
ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნატრული აკოფიამ მიიღო.

ბადრი და ბიძინა ესებუების მამაშიშობს, რომ შვილის დანაშაულისთვის ისიც არ დააკავონ.

უდანაშაულოდ ზის ჩემი შვილი, ბიძინა ესებუა და გვეშინია, კიდევ რამე რომ არ დაგვემართოს ჩვენ. ჩემი შვილი უდანაშაულოა და სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ და მივყვები ბოლომდე, - ამბობს ტარიელ ესებუა.

 სამართალმცველები ამტკიცებენ რომ ბიძინა ესებუა იმ დროს დააკავეს, როდესაც მის ძებნილ ძმასთან მიდიოდა, თუმცა ადვოკატების მტკიცებით, ეს ფაქტი პროკურატურამ რამდენიმე თვის განმავლობაში  ვერ დაადასტურა. 

ამ წუთებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბიძინა ესებუას ეტაპირება ხდება. მისი ძმა, ბადრი ესებუა, კი გატაცებულ ნახევარ მილიონთან ერთად ისევ თავისუფლებაზეა და მის კვალზე გომელურის უწყება ამ დრომდე ვერ გავიდა.

ბიძინა ესებუა სამართალდამცველებმა გასული წლის დეკემბერში დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება.