პირველი ინტერვიუ ქალთან, რომელმაც სავარაუდო პედოფილიის ფაქტზე 33 წლის მამაკაცი ამხილა

27.07.21 17:40
 პირველი ინტერვიუ ქალთან, რომელმაც სავარაუდო პედოფილიის ფაქტზე 33 წლის მამაკაცი ამხილა

ამ წუთებში პოლიციას ჩვენებას ის დაზარალებული აძლევს, რომელმაც სავარაუდო პედოფილიის ფაქტზე 33 წლის მამაკაცი ამხილა. 

ქალი დარწმუნებულია, რომ მამაკაცი სხვა არასრულწლოვნებსაც წერდა. 

საუბრის დასაწყისშივე მკითხა ასაკი და მე საუბრის დასაწყისშივე ხუმრობით ვუთხარი, რომ 13 წლის ვიყავი. ჩემი ფეისბუქფოტოებიც ადასტურებს, რომ მე 13 წლის არ ვარ, აშკარა იყო, რომ ამ ადამიანს ვეხუმრებოდი, თუმცა როდესაც მითხრა, რომ 33 წლისაა და გააგრძელა ჩემთან საუბარი როგორც 13 წლის ბავშვთან, შემეპარა ეჭვი. მთხოვა ფოტოების გადაგზავნა, დამეგობრება. მისი წერილები შეიცავდა სექსუალური ხასიათის ნიშნებს. გადაწყვეტილი მქონდა, მისი ვინაობა დამედგინა. ვთხოვე ისეთი ფოტოების გამოგზავნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ფოტოებს ის იმ მომენტში იღებდა. 

ეჭვი შევიტანე, რომ სხვა არასრულწლოვან გოგონებთან ჰქონდა მიმოწერა და ისინი საფრთხის ქვეშ ყოფილიყვნენ, სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ მომერგო ეს როლი და ამ ადამიანის ვინაობა დამედგინა",- აცხადებს მოქალაქე. 

,,ტვ პირველი" სავარაუდო პედოფილის კვალზე გავიდა, რომელიც არასრუწლოვან ბავშვებს სავარაუდოდ სისტემატიურად ავიწროვებს. 33 წლის მამაკაცი, რომლის წინააღმდეგაც სამართალმცველებს მტკიცებულები აქვთ, ჯერ კიდევ თავისუფალია. ირკვევა, რომ სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული  მამაკაცი გომელაურის უწყების თანამშრომლებმა გამოჰკითხეს, თუმცა მისი დაკავება საჭიროდ არ ჩათვალეს. მამაკაცს პოლიციის განყოფილებიდან ის მობილურიც გამოატანეს, რომლითაც, სავარუდო მსხვერპლის ოჯახის მტკიცებით, 13 წლის ბავშვს სექსუალური ხასიათის წერილებს და ფოტოებს უგზავნიდა.

33 წლის რუსთავში მცხოვრები ირაკლი ტვ პირველს სატელევიზიო ინტერვიუზე არ დათანხმდა, თუმცა სატელეფონო საუბრისას დეტალურად აღწერა, თუ რატომ წერდა სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გოგონას.

ირაკლი ამტკიცებს, რომ დარწმუნებული იყო გოგონას სრულწლოვანებაში, ამიტომაც ჰქონდა მიმოწერა. ამასთან აღიარებს, რომ მისი ქმედება დანაშაულის ნიშნებს ნამდვილად შეიცავს, იმასაც ჰყვება, რომ გუშინ პოლიციამ გამოჰკითხა, თუმცა ხელწერილის საფუძველზე გაუშვა. 

 

მსგავსი სიახლეები