წვიმა, ქარი და ზღვაზე ღელვა - ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ივლისის დილამდე საქართველოში ნალექი შენარჩუნდება. მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეების წყლის დონეების შემდგომი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.