ერთი დღით არ უნდა ვიცხოვროთ - ტარიელ კაკაბაძის სოლიდარობა მედიას

28.07.21 10:56
ერთი დღით არ უნდა ვიცხოვროთ - ტარიელ კაკაბაძის სოლიდარობა მედიას

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მედიაზე გახშირებულ ძალადობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და კონკრეტული მაგალითით ხსნის მედიის არსებობის აუცილებლობას: 

დაახლოებით 3-4 წლის წინ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს საქმე შეუკერეს. ორივე დაკავებულს მრავალწლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ჟურნალისტების ჩართულობით შევძელით სხვადასხვა უკანონობის გამოაშკარავება. მედია რომ არა, საზოგადოებას ვერ ვაჩვენებდით ბრალდებულის უდანაშაულობას.

შევძელით ყველა იმ პოლიციელის გამოაშკარავება, ვინც ბრალდებულები უკანონოდ დააკავა და საქმე გააყალბა. ასევე შევძელით ცრუ მოწმეების მხილება.

ჟურნალისტების მუშაობის გარეშე ამ საქმეს ვერ მოვიგებდით და ის ბრალდებულები დღესაც ციხეში იქნებოდნენ. 

გუშინ კი ვაწყდები ერთ-ერთი გამართლებულის მშობლის კომენტარს სწორედ იმ ტელევიზიის მისამართით, ვინც მის საქმეს აშუქებდა. 

კომენტარში ეს ქალბატონი ამართლებს ჟურნალისტის ცემას და ითხოვს ამ ტელევიზიების დახურვას.

ეს ზუსტად ის ქალბატონია, ვინც 3-4 წლის წინ ატირებული მევედრებოდა ჟურნალისტების საქმეში ჩართვასა და შვილის გადასარჩენას.

არადა, ზუსტად ვიცი- მისი შვილს რომ კიდევ საქმე შეუკერონ, იგივე ტელევიზიებს გააშუქებინებს მისი შვილის მიმართ ჩადენილ უკანონობას.

მოკლედ, სანამ სხვისი პრობლემის დანახვას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება!
ერთი დღით არ უნდა ვიცხოვროთ"- წერს ადვოკატი.