აპირებენ, მედიას გარეთ ტერაქტები მოუწყონ, შიგნით კი ფინანსურად მოგუდონ - ვატო წერეთელი
ხელისუფლების რეპრესიები მედიის წინააღმდეგ - "ტვ პირველის" დამფუძნებლის თქმით, ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, დევნისა და ძალადობის შემდეგ, ,,ქართულმა ოცნებამ" კრიტიკული მედიის ფინანსურად მოგუდვა გადაწყვიტა.
ვატო წერეთელი ამბობს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლების სურვილია 4 კრიტიკული მედია საარჩევნოდ გააჩუმოს.
აპირებენ, მედიას გარეთ ტერაქტები მოუწყონ, შიგნით კი ფინანსურად მოგუდონ. გარეთ გახვალ და დაგასახიჩრებენ, შიგნით ფინანსები არ გექნება. ეს კეთდება იმიტომ, რომ 4 კრიტიკული არხი გაითიშოს და იყოს შავი ფონი.
სწორედ მედია იყო, ის ვინც წინა არჩევნებზე უპრეცენდენტო დარღვევები აჩვენა. ჩვენ ვიცით "ქართული ოცნების" შიდა კვლევები, სადაც მათ 43%-ის აღების თეორიული შანსიც კი არ აქვთ. აწყობთ, რომ გათიშონ არხები და დაწერონ ის პროცენტი, რაც აწყობთ.
მინდა, ვუთხრა ხელისუფლებას - შანსი გაქვთ ნული! ერთს გათიშავთ, მეორე იმაუწყებლებს. მეორეს გათიშავთ, მესამე და ასე შემდეგ. გამორიცხულია, თქვენ რამე დაგვიშავოთ"- აცხადებს წერეთელი.