ჟურნალისტებზე ძალადობის საქმე - გიგა მაქარაშვილი გამოკითხვაზე იმყოფება

28.07.21 11:29
ჟურნალისტებზე ძალადობის საქმე - გიგა მაქარაშვილი გამოკითხვაზე იმყოფება

ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული მასობრივი ძალადობის საქმეზე  საგამძიებო უწყებაში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა მაქარაშვილი, გამოიკითხება. გამომძიებლებს კითხვები 5 ივლისს  ორგანიზაციის  ოფისში შეჭრის მცდელობასთან დაკავშირებით ექნებათ.

ყველა ის ვიდეომასალა მოვიძიეთ, რაც არსებობდა მედიაში, მოგვიწევს საკუთარი სურვილით ამ შენობაში შესვლა, საგამოძიებო უწყებას არ ჰქონია მცდელობა, რომ ხელი მოეკიდა ამ საქმისთვის. ვაჩვენებთ ყველა მოძალადეს, რომელიც შემოიჭრა და ორგანიზატორებს, დასაბუთებული ვიდეომასალით, რომელიც მოუწოდებდა შემოსასვლელად, ვეცდებით, სწრაფად მივიღოთ დაზარალებულის სტატუსი, თუმცა ვერ გეტყვით, რომ დიდი იმედი მაქვს ამ პროკურატურის პირობებში, რომ რამე შედეგი დადგეს", - ამბობს გიგა მაქარაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "სირცხვილიას" ოფისში 5 ივლისს 20-მდე პირი შეიჭრა. რადიკალური დაჯგუფების წევრები  ფიზიკურად ტვ პირველის რეპორტიორებს გაუსწორდნენ. სასტიკი ძალადობიდან რამდენიმე დღეში ტვ  პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშაქრავა, გარდაცვლილი იპოვეს.