სტიქია ლენტეხში - გარე სამყაროს 4 სოფელია მოწყვეტილი

28.07.21 11:36
სტიქია ლენტეხში - გარე სამყაროს 4 სოფელია მოწყვეტილი

სტიქია ლენტეხში - გარე სამყაროს ამ დრომდე მოწყვეტილია 4 სოფელი, ორს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება. დაზიანებულ მონაკვეთებზე შესაბამისი ტექნიკა დილიდან მუშაობს, ამიტომ, ტრანსპორტის გადაადგილებაზე რეგიონში ისევ შეზღუდვებია დაწყებული. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი დღის მეორე ნახევრიდან განახლდება. 

ლენტეხში სტიქიას მეორე დღეა, ებრძვიან, უხვმა ნალექმა მდინარის ადიდება გამოიწვია. სტიქიამ ლენტეხში ათობით სახლი დააზიანა.

ქვემო სვანეთში, გარე სამყაროს მოწყვეტილ 20 სოფელთან დამაკავშირებელი გზები ნაწილობრივ აღდგენილია.