ფსიქოტროპული აბების გასაღება - სუს-ი ფარმაცევტების დაკავებას არ ჩქარობს

28.07.21 11:20
ფსიქოტროპული აბების გასაღება - სუს-ი ფარმაცევტების დაკავებას არ ჩქარობს

ფსიქოტროპული აბების გამსაღებლების დაკავების გადაწვეტილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჯერ არ მიუღია. დილიდან დალუქულია ის ათობით აფთიაქი, სადაც გუშინ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. 

ფარმაცევტული კომპანიის მფლობელები და მათი პერსონალი ანტიკორუფციულ სამსახურს ჩვენებას რამდენიმე საათის განმავლობაში აძლევდნენ. 

სუს-მა სპეცოპერაცია გუშინ ქვეყნის მასშტაბით 27 აფთიაქში ჩაატარა. 

გამოძიების ინფორმაციით, ფარმაცევტები ფსიქოტროპული აბების რეალიზაციას უკანონოდ ახდენდნენ და სავარაუდოდ, გადასახადებს მალავდნენ.