ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს პანდემიის მართვის ბერკეტი - სოფო ჯაფარიძე
"მედგიდის" დამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე, მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდემიურ ვითარებას ვერ მართავს. ჯაფარიძისთვის გაუგებარია, რატომ შეხვდა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ქვეყანა ანალოგიური პრობლემებით.
ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა ოფიციალურად, რომ მათ არ აქვთ მართვის ბერკეტი, არ ვიცით, ვის აქვს, რატომ აქვს სხვას, რეალურად ვხედავთ, რომ მათ მართვა საერთოდ არ აქვთ, არ აქვთ არავითარი გეგმა. რეალობას ვხედავთ, რომ ვერ მართავენ პანდემიას, ჰოსპიტალიზაციის პრობლემა იყო უმეტესად იმიტომ, რომ სასწრაფო დახმარებებს არ ჰქონდათ არანაირი ბაზა, რომ ენახათ, სად იყო ადგილი და სად არა, მეოთხე ტალღასაც შევხვდით იგივე პრობლემით", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
ეპიდემიური ვითარება ქვეყანაში მკვეთრად გაუარესებულია. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8%-ს უახლოვდება. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3141 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი, 28 ივლისის მდგომარეობით, 7,75%-ია.