ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზით ჩვენ უკვე პიკში ვართ - თამარ გაბუნია

28.07.21 13:15
ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზით ჩვენ უკვე პიკში ვართ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, არსებობს პროგნოზები, რომლის მიხედვითაც ეპიდსიტუაცია უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაუარესდება. გაბუნიას თქმით, კრიტიკული იქნება მიმდინარე კვირა.

გაბუნია აცხადებს, რომ ეს კვირა იქნება კრიტიკული, რათა პანდემიის მიმართულებაზე მოხდეს დაკვირვება.

დღეს საუბარია ახალი ტიპის მოდიფიცირებული ვირუსის გავრცელებაზე. პროგნოზები არის არაერთგვაროვანი. ჩვენი ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორის პროგნოზით, მაგალითად, ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზით, ჩვენ უკვე პიკში ვართ და გარკვეულ პერიოდში დაღმასვლას უნდა ველოდოთ. არის პროგნოზი, რომლის მიხედვით ჯერჯერობით პიკში არ ვართ და უფრო მეტი ზრდა შესაძლოა, იყოს მოსალოდნელი, ამდენად ეს კვირა გარკვეულწილად იქნება კრიტიკული, რომ ჩვენ შევხედოთ, რა მიმართულებას მიიღებს ეპიდემია. ეს პროგნოზები არის შეფასებითი, ექსპერტების მოსაზრებაზე დამყარებული, ამდენად რეალური სურათის შეფასება უფრო მნიშვნელოვანია“, - თქვა გაბუნიამ.