ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო სწავლება ,,მტკიცე სული 2021" დაიწყო
ვაზიანის პოლიგონზე დილიდან სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“- ის ფარგლებში საჩვენებელი წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნებში ქართული შეირაღებული ძალების დანაყოფები ამერიკელ სამხედროებთან ერთად მონაწილეობენ.
წელს პირველად სწავლებაში მონაწილეობას დელტას ბაზაზე წარმოებული ჯავშანტექნიკაც იღებს. საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.