სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს

13.07.24 17:29
სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს

სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს - საქმე ეხება ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. 

დღესასწაულების გამო არ მოხერხდა ზნეობრივი კომისიის მოწვევა. საპატრიარქოში იქნება რამდენიმე დღეში ზნეობრივი კომისია. დეტალურად გაივლიან ამ საკითხებს, თუ რამ გამოიწვია მამა თეიმურაზის აღშფოთება. თავად მამა თეიმურაზი წუხს და შენდობას ითხოვს და ამბობს,  რომ მისი სიტყვა არა ზოგადად ემიგრანტებს, არამედ კონკრეტულად ერთ ემიგრანტს ეხებოდა", - თქვა დღეს დეკანოზმა იოანე ბორელიშვილმა

წყეული ქვეყნიდან ხარ ჩამოსული -ამ სიტყვებით ლანძღავდა მოქალაქეს მილიონერი მღვდელი ქურდული წარსულით და კაცს საცეცხლურის თავში ჩარტყმით ემუქრებოდა.  ვიდეოში,   ისმის კიდევ ერთი ფრაზა-სულიერი მეძავი, რასაც სამების წინამძღვარი  კაცს ეძახის, ამის შემდეგ კი ტაძიდან აგდებს.