თეა წულუკიანი სპორტსმენებისთვის გენეტიკური ლაბორატორიის შექმნას აანონსებს

28.07.21 16:41
თეა წულუკიანი სპორტსმენებისთვის გენეტიკური ლაბორატორიის შექმნას აანონსებს

თეა წულუკიანი სპორტსმენებისთვის გენეტიკური ლაბორატორიის შექმნას აანონსებს. მინისტრს სურს, რომ სპორტსმენებმა კვლევები ჩაიტარონ და წინასწარ განსაზღვრონ, რომელ სახეობაში იქნებიან წარმატებულები.

გამოკვლევების ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი კარიერა და მაგალითისთვის ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა. დაწესებულება სპორტსმენების ტრავმის შემდგომ სწრაფ და სრულყოფილ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. სამედიცინო ცენტრების ბაზაზე იმუშავებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ისეთი ლაბორატორიები, სადაც შესაძლებელი იქნება ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის ე.წ. გენეტიკური ანალიზის, კუნთის ქსოვილის შესწავლისა და სხვა ტიპის სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, რაც საუკეთესო საშუალებაა სპორტსმენისათვის წარმატებული კარიერის დასაგეგმად — განაცხადა წულუკიანმა სპორტის განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციის დროს.