გელათში უნიკალური ფრესკების ნაწილი ჩამოიშალა

28.07.21 17:02
გელათში უნიკალური ფრესკების ნაწილი ჩამოიშალა

გელათი ისევ საფრთხეშია. უნიკალური ფრესკები ისევ ნადგურდება. ვიდრე თეა წულუკიანი სპორტის და კულტურის ათწლიან გეგმას წარმოადგენდა და სპორტსმენებისთვის გენეტიკური ლაბორატორიის აშენებას დააანონსებდა, გელათშის უნიკალური ფრესკების ნაწილი ჩამოიშალა. გელათის მცველები ხელისუფლებას მეთორმეტე საუკუნის ტაძრის მიზანმიმართულად განადგურებაში ადანაშაულებენ.

სამწუხაროდ, ვინც ამას ყურადღებას უნდა აქცევდეს, ის სხვა საქმიანობითაა დაკავებული, ვგულისხმობ კონკრეტულად სისტემის ხელმძღვანელს, მინისტრს, ის ვერ ახერხებს გელათში არსებული მდგომარეობა გამოასწოროს და წესით, არ ჰქონდეს იმის ფუფუნება, რომ სხვა საქმით იყოს დაკავებული. უფრო რადიკალური პოზიციების გამოხატვას ვერიდები - აცხადებს გელათის ერთ-ერთი მცველი.