პროტესტი წალკაში - დაშბაშის კანიონზე დასაქმებულები გაიფიცნენ

29.07.21 11:28
პროტესტი წალკაში - დაშბაშის კანიონზე დასაქმებულები გაიფიცნენ

პროტესტი წალკაში. გაფიცულია დაშბაშის კანიონის კეთილმოწყობის სამუშაოებზე დასაქმებული ორასამდე პირი. გაფიცულებმა გზა გადაკეტეს. ისინი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ადმინისტრაციულ შენობასთან იმყოფებიან და ხელმძღვანელებს ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.  დასაქმებულები თვეებია, კუთვნილი ანაზღაურების მიღებას  ითხოვენ.

2 თვეა, ველოდები ხელფასს და გუშინ დაგვირიცხეს რაღაც ნაწილი, 200 ლარი, 300 ლარი. ოჯახში რა მივიტანოთ?! ბანკებს ემატება პროცენტები", - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.

პირველ რიგში ვითხოვთ, რომ ხელფასები დაირიცხოს, თუ ყველა თვეში ესე უნდა იყოს, არცერთს არ გვინდა აქ მუშაობა", - ამბობს დასაქმებული. 

სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 60 მილიონი დოლარია, კომპანია "კასს ლენდი" აწარმოებს. 

მსგავსი სიახლეები