პოლონეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახი ცხედრის გადაცემას ითხოვს - საგარეო უწყება საქმეში არ ერთვება

29.07.21 11:18
პოლონეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახი ცხედრის გადაცემას ითხოვს  - საგარეო უწყება საქმეში არ ერთვება

პოლონეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, 24 წლის დიტო ხელხელაურის, ოჯახი უკვე 2 კვირაა,  პოლონეთიდან ცხედრის გადმოსვენებას უშედეგოდ  ელოდება. თუმცა  პოლონური მხარე ცხედრის გადაცემაზე  უარს ამბობს. საქმეში ამ დრომდე არ ჩარეულა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს  საგარეო უწყება  ამ დრომდე არ დაინტერესებულა საქართველოს მოქალაქის ბედით. ოჯახი ხელისუფლებისგან მოითხოვს, დროულად მოხდეს  ახალაგაზრდა ბიჭის სამშობლოში ჩამოსვენება. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ მდინარეში ნაპოვნი კაცი შესაძლოა, სულაც არ არის ხელხელაური, რადგან ამოცნობის პროცედურას ოჯახი არ დასწრებია. 

ოჯახი ამბობს, რომ მათთვის  არც ექსპერტიზის დასკვნაა ხელმისაწვდომი და არ იციან, რა მიმართულებით მუშაობს გამოძიება. 24 წლის ახალგაზრდა პოლონეთში  12 ივლისს გაუჩინარდა. 6-დღიანი ძებნის შემდეგ კი ცხედარი მდინარეში, 18 ივლისს ნახეს. დიტო ხელხელაური პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.