დაშბაშის კანიონზე მომუშავე პირებმა გაფიცვა შეწყვიტეს

29.07.21 16:03
დაშბაშის კანიონზე მომუშავე პირებმა გაფიცვა შეწყვიტეს

დაშბაშის კანიონის კეთილმოწყობის სამუშაოებზე დასაქმებულები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კუთვნილი ანაზღაურება ჩაურიცხეს. დასაქმებულებმა დღეს დილით აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს. სამუშაოების  კომპანია ,,კასს ლენდი" ასრულებს. როგორც ,,პირველებს" დამსაქმებელმა უთხრა, ხელფასების დაგვიანებაზე პასუხისმგებელი ქვეკონტრაქტორი ,,შპს 1" იყო.