2712 ახალი შემთხვევა, 25 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2712 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი, ხოლო 1561 გამოჯანმრთელდა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,93%-მდე გაიზარდა, ბოლო 14 დღის - 6,59%, ბოლო 7 დღის - 7,09%-ია.