გარდაცვლილი აზერბაიჯანის მოქალაქე - პოლიციაში გამოკითხვები დაიწყო

30.07.21 11:11
გარდაცვლილი აზერბაიჯანის მოქალაქე  - პოლიციაში გამოკითხვები დაიწყო

თბილისში გარდაცვლილი აზერბაიჯანის მოქალაქის, ჰუსეინ ბაკიხანოვზე, თავდასხმის ფაქტს ძველი თბილისის პოლიციის პირველი განყოფილება იძიებს.  პოლიციის განყოფილებაში ავთანდილ მამედოვს გამოკითხავენ, რომელიც გარდაცვლილის მეგობარია.

შეგახსენებთ, რომ დღეს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გარდაცვალებამდე, 12 ივლისს, აზერბაიჯანის მთავრობის ოპოზიციონერი ბაკიხანოვი  სცემეს. ბაკიხანოვი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში თავად ყვებოდა, რომ დაზიანებების მიუხედავად სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი უთხრეს.