"ლიტერას" კონკურსი პროტესტის ნიშნად ჟიურის წევრებმაც დატოვეს

30.07.21 11:23
"ლიტერას" კონკურსი პროტესტის ნიშნად ჟიურის წევრებმაც დატოვეს

კულტურის მიერ დაფინანსებულ "ლიტერას" კონკურსს მწერლების შემდეგ ჟიურის წევრები ტოვებენ. მინისტრს მწერლები ცენზურაში ადანაშაულებენ.

,,ლიტერას" ჟიური რეზო თაბუკაშვილის შემდეგ კიდევ ორმა წევრმა, კრიტიკოსმა ლელა კოდალაშვილმა და ლიტერატურათმცოდნე ოქტაი კაზუმოვმა, დატოვა.

ისინი კულტურის მინისტრს რეპრესიებსა და ლიტერატურაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებენ.

კულტურის მინისტრმა ჩაიდინა ისეთი რამ, რაც არ მომხდარა 35 წლის მანძილზე, მწერლებს ჩაუსვა მაკონტროლებელი და ჩაშალა ჟიურის სამუშაო პროცესი. ლიტერატურული თემა უკან წავიდა და წამოვიდა პოლიტიკური პრიოროტეტები, უხეში და ძველი საბჭოთა მეთოდებით", - ამბობს ლელა კოდალაშვილი ტვ პირველთან.

მსგავსი სიახლეები