ანულირებული შეთანხმება - კრამონს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ხვდებიან

30.07.21 13:03
ანულირებული შეთანხმება - კრამონს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ხვდებიან

ამ წუთებში ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ხვდებიან.  შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები იქნება 19 აპრილის ანულირებული შეთანხმება, 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები და სასამართლოს ჩავარდნილი რეფორმა. შეხვედრას ესწრებიან "საიას" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი, "გამჭირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელი ეკა გიგაური და "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე.

ჩვენ გვჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა, აშშ-ს და ევროკავშირის. დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ევროპარლამენტარი იქნება თუ სხვა, რომელიც თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და გვეხმარება ამ კრიზისის დაძლევაში. ხელისუფლება არ აღიარებს, რომ მათ რამე დააშავეს, რთული არის, მოლოდინი გქონდეს, რომ რამეს გადაწყვეტენ და შეცვლიან პოზიციებს", - ამბობს ეკა გიგაური.

საქართველოში ჩამოსულმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, შეხვედრები უკვე გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან.