არ იგეგმება არავითარი რეგულაციის გამკაცრება - გამყრელიძე
ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გაუარესების მიუხედავად რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა.
ერთი გამოსავალი არის მკაცრი კონტროლი იმათ მიერ, ვისაც ევალება, და მეორე - ჩვენი თვითშეგნება. ქვეყანაში 25 ადამიანი დაიღუპა, არ არის დრო, მოვითმინოთ ცოტა. არ იგეგმება არავითარი რეგულაციის გამკაცრება. იგეგმება ის, რომ აღსრულდეს, რაც არის", - თქვა გამყრელიძემ.