საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა - ISSP-ის კვლევა

30.07.21 14:19
საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა -  ISSP-ის კვლევა

,,საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა"-  „საერთაშორისო სოციალური კვლევის პროგრამის“, ISSP-ის , მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყნაა. კვლევის შედეგები ამერიკის ხმამ გამოაქვეყნა

ორგანიზაცია  ISSP-მა კვლევა 33 ქვეყანაში ჩაატარა. საქართველოში გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ „ორ ზრდასრულ, ერთსა და იმავე სქესის ადამიანს შორის სექსუალური ურთიერთობა ყოველთვის არასწორია.“ ამ მაჩვენებლით, საქართველო სიის სათავეშია და მას 80%-ით თან მოსდევს თურქეთი, 78%-ით ფილიპინები და 69%-ით რუსეთი. გამოკითხვა არ ჩატარებულა საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

კვლევის მიხედვით, ჰომოფობიური განწყობები უფრო ნაკლებია ახალგაზრდებში, ვიდრე ხანდაზმულ ადამიანებში. ამასთან, ირკვევა, რომ ქალები უფრო ჰომოფობიურად არიან განწყობილნი, ვიდრე მამაკაცები. ამ მხრივ გამონაკლისია 35-54 ასაკობრივი ჯგუფი - ამ ასაკის ქალები და მამაკაცები, გამოკითხვის მიხედვით, თანაბრად ჰომოფობიური განწყობების არიან.