სისხლიანი გარჩევა ბათუმის ცენტრში - მსოფლიოში ცნობილ დიჯეის ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

30.07.21 14:48
სისხლიანი გარჩევა ბათუმის ცენტრში -  მსოფლიოში ცნობილ დიჯეის ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

სისხლიანი გარჩევა ბათუმის ცენტრში. მსოფდლიოში ცნობილ დიჯეი ფეის ფატალეს, რომელსაც დღეს ბულვარში გახსნილ კლუბში უნდა დაეკრა,  თავს ჰომოფობიურ ნიადაგზე დაესხნენ. 

ეს იყო თავდასხმა ჰომოფობიურ ნიადაგზე- წერს დიჯეი ინსტაგრამ გვერდზე.

,,პირველები" საღამოს ერთ-ერთ ორგანიზატორს დაუკავშირდა. თამარ აქსანდრია აცხადებს, რომ მომხდარით შოკირებულია, რადგან მსოფლიოში ცნობილი არტისტები საკურორტო სეზონის პიკში საქართველოში ჩამოიყვანა, სადაც აღმოჩდნდა, რომ უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს.

 დღეს დაგეგმილი საღამო, რომელსაც ასობით ადამიანი უნდა დასწრებოდა, შესაძლოა, ჩაიშლოს, რადგან უცხოელი არტისტები დაკავრაზე უარს ამბობენ. მსოფლიოში ცნობილი დიჯეის, რომელიც ,,ბერგჰაინში" უკრავს, დაზიანები ხელისა და მკლავის არეში აქვს მიყენებული. 

 ტვ პირველი მომხდარის დეტალებს არკვევს.