"მასზე თავდასხმას მთავრობის შეკვეთად თვლიდა" - საქართველოში გარდაცვლილი ბლოგერის საქმე

30.07.21 15:20
"მასზე თავდასხმას მთავრობის შეკვეთად თვლიდა" -  საქართველოში გარდაცვლილი  ბლოგერის საქმე

გამოკითხვების სერია ძველი თბილისის პოლიციის  განყოფილებაში -  გამომძიებლებმა ბაქოდან დევნილი მოქალაქის ბურუსით მოცული სიკვდილის საქმეზე ჰუსეინ ბაკიხანოვის ახლო მეგობარი, ავთანდილ მამედოვი,  დაიბარეს. მამედოვი გამომძიებლების შეკითხვებს ამ წუთებში პასუხობს. სამართლადამცველები არკვევენ, რა მოხდა 12 ივლისს, როცა აზერბაიჯანელ ბლოგერს თბილსში თავს დაესხნენ.

მამედოვი "პირველებთან" იხსენებს, აზერბაიჯანელი ბლოგერი დარწმუნებული იყო, რომ მაზე თავდასხმა პოლიტიკური მოტივით მოხდა, უკმაყოფილო იყო გამოძიებით და შეხვედრას სახალხო დამცველთანაც გეგმავდა.

ჩხუბის მერე მან დამირეკა და მითხრა, რომ თავისუფლების მოედანზე მას აზერბაიჯანელების ჯგუფი თავს დაესხა და სცემეს. ყველა ეს პირი გამოკითხეს, თუმცა არავინ დაუკავებიათ. მასზე თავდასხმას მთავრობის შეკვეთად თვლიდა. მითხრა, რომ გამოძიებით უკმაყოფილო იყო და სახალხო დამცველსაც მიმართა. არ მჯერა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო, ის სამართლიანობას ეძებდა და თავს არ მოიკლავდა", - ამბობს მამედოვი.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ბლოგერი, ჰუსეინ ბაკიხანოვი, თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია თავდაპირევლად აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, გაავრცელა. მისი თქმით, აზერბაიჯანელი ბლოგერი სიმაღლიდან გადმოაგდეს, მანამდე კი მასზე 12 ივლისს თბილისში თავდასხმა განხორციელდა. 

ბაკიხანოვი აზერბაიჯანის მთავრობას აკრიტიკებდა და  საქართველოს მთავრობისგან თავშესაფარს ითხოვდა.

მსგავსი სიახლეები