ევროპარლამენტარები ძალიან იმედგაცრუებულები არიან - NGO-ები

30.07.21 15:39
ევროპარლამენტარები ძალიან იმედგაცრუებულები არიან - NGO-ები

გავლენიანი ევროპარლამენტარები იმედგაცრუებულები არიან - ამის შესახებ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრაზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ. შეხვედრა ვიოლა ფონ კრამონსა და არასამთავრობო სექტორს შორის საათნახევარი გაგრძელდა. არასამთავრობო სექტორთან ევროპარლამენტარმა ხელისუფლებაზე  ზეწოლის მექანიზმებზეც ისაუბრა.

არიან ძალიან იმედგაცრუებულები იმით, რომ ქვეყანაში აღარ გრძელდება ეს პროცესები და მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა შესრულებაზე დოკუმენტის. ისინი ფიქრობენ, რომ პირიქით  ამ ფონზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს, ამავე დროს ისინი იფიქრებენ, რა შეიძლება იყოს ზეწოლის მექანიზმები ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც აიღო მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერით", - ამბობს ISFED-ის  ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე.