საქართველოს პრეზიდენტმა 22 მსჯავრდებული შეიწყალა

02.08.24 13:32
საქართველოს პრეზიდენტმა  22 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 22 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, 14 მსჯავრდებული სასჯელის მოხდისგან სრულად გათავისუფლდა, 7-ს კი პატიმრობის ვადა შეუმცირდა. 

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 22 მსჯავრდებული შეიწყალა. 14 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. 7 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, - ნათქვამია ადმინისტრაციის განცახდებაში.